ამერიკელი სენატორის ლინდსი გრემის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტს „მწვანე შუქი“ აუნთო. გრემის განცხადებით, ეს კანონპროექტი ტრამპს უზარმაზარ ბერკეტს მისცემს ისეთი ქვეყნების წინააღმდეგ, როგორიცაა ჩინეთი, ინდოეთი და ბრაზილია, რათა წაახალისოს ისინი, შეწყვიტონ იაფი რუსული ნავთობის ყიდვა, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ პუტინის მიერ მოწყობილი სისხლისღვრის დაფინანსებას უზრუნველყოფს. მისივე თქმით, ორპარტიული კენჭისყრა, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გაიმართება.