შიდა ქართლის პოლიციამ თანხის გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, წარსულში არსებული ფინანსური დავის გადაწყვეტის მიზეზით, ერთი პირი თბილისში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მოტყუებით აიყვანეს, სადაც სიცოცხლის მოსპობისა და ძალადობის მუქარით 6 000 ლარი გამოსძალეს. ბრალდებულებმა ასევე მოსთხოვეს მათ სახელზე არსებული ფინანსური დავალიანების დაფარვა, რაც 32 000 ლარს შეადგენდა. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.