საპატიმროში მყოფი სამოქალაქო აქტივისტები მიხეილ ყაველაშვილისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვას არ განიხილავენ - რას აცხადებენ პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

საპატიმროში მყოფი სამოქალაქო აქტივისტები მიხეილ ყაველაშვილისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვას არ განიხილავენ - რას აცხადებენ პოლიტიკურ სპექტრში

2026-01-08 12:30:55+04:00

საპატიმროში მყოფი სამოქალაქო აქტივისტები მიხეილ ყაველაშვილისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვას არ განიხილავენ - ამის შესახებ დაკავებული მოქალაქეების ოჯახის წევრები აცხადებენ. მათი თქმით, ციხეში მყოფი მომიტინგეები თავს უდანაშაულოდ თვლიან, შეწყალების მოთხოვნა კი მათ პრინციპებს ეწინააღმდეგება. "ქართული ოცნებას" შეწყალების ბერკეტის გამოყენების თხოვნით ბოლო პერიოდში უკვე არაერთმა სასულიერო პირმა მიმართა. მმართველი გუნდი აცხადებს რომ სანამ შეწყალების შესახებ საუბარი დაიწყება, იქამდე დაპატიმრებულმა აქტივისტებმა ჯერ საკუთარი ბრალი უნდა აღიარონ და საზოგადოებას ჩადენილი დანაშაულების გამო პატიება სთხოვონ.