შეერთებულმა შტატებმა სანქციების დარღვევის გამო ნავთობტანკერი ჩრდილო ატლანტიკის აკვატორიაში დააკავა - რა ოპერაცია განახორციელა ამერიკამ და როგორია ბოლო ცნობები - Palitra News

შეერთებულმა შტატებმა სანქციების დარღვევის გამო ნავთობტანკერი ჩრდილო ატლანტიკის აკვატორიაში დააკავა - რა ოპერაცია განახორციელა ამერიკამ და როგორია ბოლო ცნობები

2026-01-08 12:33:47+04:00

შეერთებულმა შტატებმა სანქციების დარღვევის გამო ნავთობტანკერი ჩრდილო ატლანტიკის აკვატორიაში დააკავა. ტანკერის დაკავება აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტისა და შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მონაწილეობით, განხორციელდა. გემი აშშ-ის ფედერალური სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე იქნა დაკავებული, მას შემდეგ, რაც მისი გადაადგილება აშშ-ის სანაპირო დაცვის ხომალდმა შეამჩნია. აშშ-ის ხელისუფლების ინფორმაციით, ტანკერი 2024 წლიდან აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფებოდა, რადგან იგი „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილი იყო და ნავთობის ტრანსპორტირებას სანქციების გვერდის ავლით უკანონოდ ახორციელებდა. როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერის დაკავებაში დაეხმარა.

შეერთებულმა შტატებმა სანქციების დარღვევის გამო ნავთობტანკერი ჩრდილო ატლანტიკის აკვატორიაში დააკავა - რა ოპერაცია განახორციელა ამერიკამ და როგორია ბოლო ცნობები