დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა საპრეზიდენტო მემორანდუმს, რომელიც 66 საერთაშორისო ორგანიზაციიდან შეერთებული შტატების გასვლას ითვალისწინებს - Palitra News

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა საპრეზიდენტო მემორანდუმს, რომელიც 66 საერთაშორისო ორგანიზაციიდან შეერთებული შტატების გასვლას ითვალისწინებს

2026-01-08 12:38:18+04:00

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა საპრეზიდენტო მემორანდუმს, რომელიც 66 საერთაშორისო ორგანიზაციიდან შეერთებული შტატების გასვლას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ეს ინსტიტუტები ამერიკელი ერის სუვერენიტეტის, თავისუფლებებისა და საერთო კეთილდღეობისთვის საფრთხედ მიიჩნია.