შალვა პაპუაშვილი - ვენეციის კომისია გადაიქცა პოლიტიკურ კომენტატორად, რომელიც პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე დებს მოსაზრებებსა და დასკვნებს - ზუსტად ეს დაადასტურა დღეს აშშ-მა - Palitra News

შალვა პაპუაშვილი - ვენეციის კომისია გადაიქცა პოლიტიკურ კომენტატორად, რომელიც პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე დებს მოსაზრებებსა და დასკვნებს - ზუსტად ეს დაადასტურა დღეს აშშ-მა

2026-01-08 15:48:26+04:00

აშშ-ის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ქვეყანა 66 ორგანიზაციას, მათ შორის ვენეციის კომისიას ტოვებს, „ქართული ოცნებისთვის“ იმის დადასტურება, რომ ვენეციის კომისია მოსაზრებებსა და დასკვნებს პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე იღებს. დღეს ქართული ოცნების წევრებმა კრიტიკული განცხადებები გააჟღერეს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზეც. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპაუშვილმა განაცხადა, რომ მოლაპარაკების პროცესი სინამდვილეში არ არსებობს და ეს ბრიუსელის დავალებების შესრულების პროცესია, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, გასაგებია, როცა ორგანიზაციის წევრობა გარკვეული კრიტერიუმებისა და რეგულაციების შესრულებას გულიხმობს, მაგრამ გაუგებარია როცა გამოგონილი კრიტერიუმების, დავალებებისა და დირექტივების მიცემის მიღმა სუვერენულ ქვეყანაზე კონტროლის დამყარების სურვილი თემაზე მაგდა ბლუაშვილი მუშაობს.