თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა - Palitra News

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა

2026-01-08 20:30:08+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა. მოსამართლემ მტკიცებულებების დართვის თაობაზე მხარეთა შუამდგომლობები მოისმინა. პროკურატურამ მოითხოვა დაუშვებელ მტკიცებულებად იქნას ცნობილი ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძის, ვახტანგ გომელაურისა და თეა წულუკიანის საჯარო განცხადებები, რომლებიც მათ 20 ივნისის შესახებ გიორგი გახარიას გადადგომამდე გააკეთეს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, დაცვის მხარის აღნიშნული მტკიცებულებები, საქმეს არ დაერთო. საკითხს ეხმაურებიან გიორგი გახარიას თანაგუნდელებიც.