დღეს 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულთა სასამართლო პროცესი გაიმართა - რა მტკიცებულებები აქვს ბრალდების მხარეს დაკავებული პირების წინააღმდეგ და რას არგუმენტები აქვს დაცვის მხარეს?! - Palitra News

დღეს 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულთა სასამართლო პროცესი გაიმართა - რა მტკიცებულებები აქვს ბრალდების მხარეს დაკავებული პირების წინააღმდეგ და რას არგუმენტები აქვს დაცვის მხარეს?!

2026-01-08 20:30:58+04:00

მშვიდობიანი და კანონიერი, სპონტანური, სახალხო აქცია - ასე ახასიათებენ 4 ოქტომბრის დემონსტაციას ბრალდებულები, რომლებიც 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით არიან დაკავებულები. მურთაზ ზოდელავა დღევანდელ სასამართლო პროცესზე ირწმუნებოდა, რომ აქცია ორგანიზებული არ ყოფილა და გამოძიება პიკეტირების მუხლით უნდა მიმდინარეობდეს. აქციის ორგანიზატორობას უარყოფს პაატა მანჯგალაძე. მისი თქმით, არ არსებობს მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება, რომ ის რაიმე ფორმით ჩართული იყო ხელისუფლების ძალადობით შეცვლაში. თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს ირაკლი ნადირაძეც. რა მტკიცებულებები აქვს ბრალდების მხარეს დაკავებული პირების წინააღმდეგ და რას არგუმენტები აქვს დაცვის მხარეს?!