აშშ 66 საერთაშორისო ორგანიზაციას, მათ შორისა ვენეციის კომისიას ტოვებს - რას აცხადებენ ქართველი პოლიტიკოსები? - Palitra News

აშშ 66 საერთაშორისო ორგანიზაციას, მათ შორისა ვენეციის კომისიას ტოვებს - რას აცხადებენ ქართველი პოლიტიკოსები?

2026-01-08 20:34:13+04:00

აშშ-ის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ქვეყანა 66 ორგანიზაციას, მათ შორის ვენეციის კომისიას ტოვებს, "ქართული ოცნებისთვის" იმის დადასტურება, რომ ვენეციის კომისია მოსაზრებებსა და დასკვნებს პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე იღებს. დღეს "ქართული ოცნების" წევრებმა კრიტიკული განცხადებები გააჟღერეს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზეც. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპაუშვილმა განაცხადა, რომ მოლაპარაკების პროცესი სინამდვილეში არ არსებობს და ეს ბრიუსელის დავალებების შესრულების პროცესია, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, გასაგებია, როცა ორგანიზაციის წევრობა გარკვეული კრიტერიუმებისა და რეგულაციების შესრულებას გულიხმობს, მაგრამ გაუგებარია როცა გამოგონილი კრიტერიუმების, დავალებებისა და დირექტივების მიცემის მიღმა სუვერენულ ქვეყანაზე კონტროლის დამყარების სურვილი.