გენერალურ პროკურატურასთან მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს - Palitra News

გენერალურ პროკურატურასთან მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

2026-01-08 20:36:38+04:00

გენერალურ პროკურატურასთან მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. გიგა ავალიანის დედა, ეკატერინე კუპატაძე საქმის ობიექტურ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს. აქციის მონაწილეებმა გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის გადადგომა მოითხოვეს. როგორც ოჯახის ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ ეფექტიანი გამოძიება არ ჩატარდება და მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, 17 იანვარს, 15:00 საათზე საპროტესტო აქცია გაიმართება, სადაც შიმშილობას დაიწყებს გარდაცვლილის დედა, ეკა კუპატაძე. ზაზა ხატიაშვილის განმარტებით, აქციები გაიმართება არა მხოლოდ გენერალურ პროკურატურასთან, არამედ საქართველოს საზღვრებს გარეთაც.