აშშ-ის მიერ ვენესუელაში ჩატარებული სამხედრო ოპერაციისა და ვენესუელის პრეზიდენტის დაკავების შემდეგ, თემის გარშემო არაერთი განცხადება ვრცელდება - Palitra News

აშშ-ის მიერ ვენესუელაში ჩატარებული სამხედრო ოპერაციისა და ვენესუელის პრეზიდენტის დაკავების შემდეგ, თემის გარშემო არაერთი განცხადება ვრცელდება

2026-01-08 20:37:35+04:00

აშშ-ის მიერ ვენესუელაში ჩატარებული სამხედრო ოპერაციისა და ვენესუელის პრეზიდენტის დაკავების შემდეგ, თემის გარშემო არაერთი განცხადება ვრცელდება. როგორც ცნობილი ხდება აშშ-ის პრეზიდენტს ვენესუელასთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი სამომავლო გეგმები აქვს. ამავდროულად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ აშშ-ს ვენესუელის მთავრობაზე უზარმაზარი კონტროლი აქვს. თუმცა, რუბიო აქვე დასძენს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ვენესუელელმა ხალხმა საკუთარი ბედი თავად უნდა გადაწყვიტოს. ამავდროულად, რიგი ქვეყნები ამერიკის სამხედრო ოპერაციასა და ამბიციებს ვენესუელის მიმართ კრიტიკულად აფასებენ.