რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები კვლავ მიმდინარეობს. პარლამენტთან შეკრებილმა მონაწილეებმა გუშინ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან გადაინაცვლეს. მსვლელობის შემდეგ კი აქტივისტები პარლამენტთან შეიკრიბნენ. უწყვეტი პროტესტი ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს. დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.