მედია - ირანში საპროტესტო აქციები გრძელდება, დეკემბრის ბოლოს დაწყებული არეულობის შემდეგ უსაფრთხოების ძალების მიერ 45 დემონსტრანტია მოკლული - Palitra News

მედია - ირანში საპროტესტო აქციები გრძელდება, დეკემბრის ბოლოს დაწყებული არეულობის შემდეგ უსაფრთხოების ძალების მიერ 45 დემონსტრანტია მოკლული

2026-01-09 12:32:00+04:00

ირანში საპროტესტო აქციები გრძელდება. ნორვეგიაში დაფუძნებული ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის, " ინფორმაციით, დეკემბრის ბოლოს დაწყებული არეულობის შემდეგ ირანის უსაფრთხოების ძალების მიერ 45 დემონსტრანტია მოკლული. ხუთშაბათსაც თეირანში მასობრივი პროტესტი გაიმართა. პროტესტები დაფიქსირდა ქვეყნის სხვა რეგიონებშიც, მათ შორის დასავლეთ ირანში მდებარე ქურთულ რაიონებში, ჩრდილოეთში და აღმოსავლეთში. პროტესტის ფონზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქვეყნის მასშტაბით გაითიშა ინტერნეტი.

დასავლური მედიის თანახმად, ირანში დემონსტრაციები გასულ თვეს დედაქალაქ თეირანში დაიწყო, სადაც მოსახლეობა ეკონომიკურ პრობლემებსა და ეროვნული ვალუტის მკვეთრ გაუფასურებას აპროტესტებდა. მოგვიანებით გამოსვლები გადაიქცა მოძრაობად, რომელიც უკვე ქვეყნის მმართველი ისლამური ხელისუფლების ლეგიტიმურობას აყენებს ეჭვქვეშ.