ბიძინა ივანიშვილის დასანქცირები საკითხი კვლავ გააქტიურდა. "ქართული ოცნების" საპატიო თავჯდომარის დასანქციების თემა ამჯერად დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში ბრიტანელმა დეპუტატმა ფილ ბრიკელმა წამოჭრა. ლეიბორისტული პარტიის წევრმა ისაუბრა ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზეც რომელშიც, „როიტერის“ ინფორმაციით, რუსულმა კომპანია „რუსნეფტმა“ ნავთობის პირველი პარტია შეიტანა. „ივანიშვილს შეიძლება სანქციები დაუწესდეს ნებისმიერი ჩვენი ნებისმიერი რეჟიმის ფარგლებში, იქნება ეს მაგნიტსკის, გლობალური ანტიკორუფციული თუ რუსეთის სანქციების რეჟიმიც კი“ - განაცხადა ბრიტანელმა დეპუტატმა. როგორ ეხმაურებიან მის ამ მოწოდებას საქართველოში?