თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ევა შაშიაშვილის, გიორგი ჩახუნაშვილისა და კიდევ 13 პირის სასამართლო პროცესი დასრულდა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში ვიდეომტკიცებულებები ჰქონდა წარმოდგენილი. პროცესს ესწრებოდა რამდენიმე დღის წინ, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული ევა შაშიაშვილიც.