ოპოზიციის გეგმები და გაერთიანების პერსპექტივა - საკითხი კვლავ პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია. ხელისუფლების ოპონენტები იმედოვნებენ რომ მომდევნო თვეების განმავლობაში ოპოზიციური პარტიები საერთო ენის გამონახვას შეძლებენ და ისეთ პოლიტიკურ ერთობას შექმნიან, რომელიც საზოგადოებას საერთო დღის წესრიგს შესთავაზებს. თუმცა ოპოზიციის რიგებში არიან ისეთების რომლებიც გაერთიანების თემას სკეპტიკურად უყურებენ. "ქართულ ოცნებაში" კი აცხადებენ, რომ ოპოზიციას საზოგადოების მხარდაჭერა დაკარგული აქვს და პოლიტიკური რესურსი არ გააჩნია.