რომეო მიქაუტაძის საქმის პროკურორის ირაკლი მარშანიას განცხადებით, საპროცესო შეთანხმების პროცესის დასაწყებად გარკვეული წინაპირობები უნდა არსებობდეს, რომეო მიქაუტაძემ უნდა აღიაროს დანაშაული და ზიანი აანაზღაუროს - Palitra News

რომეო მიქაუტაძის საქმის პროკურორის ირაკლი მარშანიას განცხადებით, საპროცესო შეთანხმების პროცესის დასაწყებად გარკვეული წინაპირობები უნდა არსებობდეს, რომეო მიქაუტაძემ უნდა აღიაროს დანაშაული და ზიანი აანაზღაუროს

2026-01-09 15:45:22+04:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის საქმის პროკურორის ირაკლი მარშანიას განცხადებით, საპროცესო შეთანხმების პროცესის დასაწყებად გარკვეული წინაპირობები უნდა არსებობდეს, რომეო მიქაუტაძემ უნდა აღიაროს დანაშაული და ზიანი აანაზღაუროს. პროკურორის თქმით, ამ ეტაპზე, არცერთი აღნიშნული წინაპირობა არ შესრულებულა. ბრალდებულის ადვოკატის ინფორმაციით კი საპროცესო შეთანხმება გაფორმდება მაშინ, როდესაც რომეო მიქაუტაძე ჩათვლის, რომ მას აქვს სურვილი საპროცესო შეთანხმების და ამის მზაობა ბრალდების მხარესაც ექნება. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ წერილობითი მტკიცებულებათა გამოკვლევა დაასრულა. სასამართლო პროცესზე კიდევ 42 მოწმეა გამოსაკითხი.