რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტების წინააღმდეგ მასშტაბური დარტყმის დროს „ორეშნიკის“ტიპის რაკეტები გამოიყენეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების მტკიცებით, რუსეთმა ეს ნაბიჯი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის საპასუხოდ გადადგა. თავის მხრივ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მზადაა, აიღოს ვალდებულება უკრაინის მომავალ თავდაცვაში აშშ-ის მონაწილეობაზე, რადგან დარწმუნებულია, რომ რუსეთი ქვეყანაში აღარ შეიჭრება. უცხზოური გამოცემის ცნობით, რუსეთის მხრიდან ახალი თავდასხმის შემთხვევაში უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის უზრუნველყოფის შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების კომენტირებისას, ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ამ მიმართულებით წამყვან როლს არ ითამაშებს.