ჯორჯია მელონი - დრო მოვიდა, ევროპა რუსეთს დაელაპარაკოს ომის საკითხზე - Palitra News

ჯორჯია მელონი - დრო მოვიდა, ევროპა რუსეთს დაელაპარაკოს ომის საკითხზე

2026-01-09 18:35:50+04:00

დრო მოვიდა, ევროპა რუსეთს დაელაპარაკოს უკრაინის წინააღმდეგ ომზე. ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა.

“ჩემი რწმენით, დრო მოვიდა, ევროპა რუსეთს დაელაპარაკოს [უკრაინის წინააღმდეგ] ომის საკითხზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, წვლილი შეზღუდულია. მაგრამ ვინ უნდა გააკეთოს ეს? მაგრამ არეულად არ უნდა დავიწყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში პუტინს შევუწყობთ ხელს…

ყოველთვის მომხრე ვიყავი [უკრაინაზე] სპეცწარმომადგენლის დანიშვნის,” - განაცხადა მელონიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ მომენტისთვის რუსეთის G8-ში დაბრუნება ნაადრევი ჩანს.