თეიმურაზ მღებრიშვილი - "კიდობანში" ხანძარი ლიკვიდირებულია - შენობიდან დაახლოებით 20 მოქალაქის უსაფრთხოდ ევაკუაცია მოხდა, დაშავებული არ არის - Palitra News

თეიმურაზ მღებრიშვილი - "კიდობანში" ხანძარი ლიკვიდირებულია - შენობიდან დაახლოებით 20 მოქალაქის უსაფრთხოდ ევაკუაცია მოხდა, დაშავებული არ არის

2026-01-09 22:12:25+04:00

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თეიმურაზ მღებრიშვილის განცხადებით, სავაჭრო ცენტრ “კიდობანში” ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.

მისივე თქმით, ხანძარი გაჩნდა სავარაუდოდ, სარესტორნო ფართში.

"ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. ხანძრის შეტყობინების შემდეგ, დაახლოებით, 5 წუთში გამოცხადდნენ სამაშველო ეკიპაჟები. მობილიზებული იყო 17-ი სახანძრო სპეცტექნიკა. შენობიდან დაახლოებით 20 მოქალაქის უსაფრთხოდ ევაკუაცია მოხდა. დაშავებული არავინ არ არის, დამწვარია სარესტორნო ფართის 300 კვადრატი. სავარაუდოდ, ხანძარი სარესტორნო ფართში გაჩნდა",- განაცხადა მღებრიშვილმა.

ხანძრის შედეგად დაშავებულები არ არიან.