მარკო რუბიო - აშშ მამაც ირანელ ხალხს მხარს უჭერს - Palitra News

მარკო რუბიო - აშშ მამაც ირანელ ხალხს მხარს უჭერს

2026-01-10 11:30:07+04:00

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო აცხადებს, რომ აშშ მამაც ირანელ ხალხს მხარს უჭერს.

„ამერიკის შეერთებული შტატები მამაც ირანელ ხალხს მხარს უჭერს“, - წერს რუბიო X-ზე.

ამასთან, ირანის ყოფილი შაჰის შვილმა, რეზა ფეჰლევიმ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ირანში დაბრუნებისთვის ემზადება.

ასევე, ფეჰლევიმ ირანის მოსახლეობას მოუწოდა, რომ დემონსტრაციებს შეუერთდნენ.

„მოგიწოდებთ, დღეს და ხვალ, საღამოს 6 საათიდან, გამოდით ქუჩებში ეროვნული დროშებითა და სიმბოლოებით. ჩვენი მიზანი მხოლოდ ქუჩებში გამოსვლა აღარ არის, არამედ ჩვენი მიზანი ქალაქების ცენტრების დაკავებაა“, - აცხადებს ფეჰლევი.