დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების თემა კვლავ გააქტიურდა - Palitra News

დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების თემა კვლავ გააქტიურდა

2026-01-09 20:23:58+04:00

დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების თემა კვლავ გააქტიურდა. საკითხი გუნდელ სხდომაზე ბრიტანელმა დეპუტატმა ფილ ბრიკელმა წამოჭრა. ლეიბორისტული პარტიის წევრმა განაცხადა, რომ ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე შეიძლება დასანქცირდეს მაგნიტსკის, გლობალური ანტიკორუფციული სანქციების ან რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების რეჟიმის საფუძველზე. „ ხელისუფლების ყველა შტო და სახელმწიფო ინსტიტუტი ახლა ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების პარტიის კონტროლქვეშ არის“ - განაცხადა ბრიტანელმა დეპუტატმა. სანქციების აუცილებლობაზე საუბრობენ ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც. მათი თქმით, საქართველოს თაობაზე ბიბისის ჟურნალისტური გამოძიების შემდგომ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება კიდევ უფრო მოსალოდნელია. შეზღუდვების დაწესების საფუძველს ვერ ხედავენ სახელისუფლებო გუნდში. "ქართული ოცნების" წევრები ამ კონტექსტში დიფ სთეითის გავლენებზე საუბრობენ.