რა გეგმაზე მუშაობს ოპოზიცია ხელისუფლების შესაცვლელად? - ამ ეტაპზე პოლიტიკოსები მსჯელობის პროცესში არიან. ოპოზიციის ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ უნდა შედგეს დიდი ოპოზიციური თანხდომა იმ პრინციპებზე, რომელთა დაყრდნობითაც ისინი ქართული ოცნების პოლიტიკას წინააღმდეგობას გაუწევენ. ოპონენტები ფართომასშტაბურ საპროტესტო აქციების აუცილებლობაზეც საუბრობენ. სხვა ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობას არ აპირებენ გახარია საქართველოსთვის გუნდის წევრები. რა გეგმით იწყება ოპოზიცია 2026 წელს?