ირანში მასშტაბური საპროტესტო აქციები უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება. დემონსტრანტები უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის გადაყენებას და გარდაცვლილი ყოფილი შაჰის გადასახლებული შვილის, რეზა ფეჰლევის დაბრუნებას ითხოვენ. საკითხს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ეხმაურება და ირანის ხელისუფლების მხრიდან დემონსტრანტებზე ძალადობას გმობს, რასაც საპასუხოდ ირანის მხრიდან განცხადებებიც მოყვა. პროტესტი ორი კვირის წინ ირანული ვალუტის გაუფასურების გამო გამოწვეული უკმაყოფილებით დაიწყო და ქვეყნის 31-ვე პროვინციის 100-ზე მეტ ქალაქსა და დაბაში გავრცელდა. საპროტესტო აქციების დროს სულ მცირე 45 მომიტინგე და უსაფრთხოების სამსახურის რვა დაცვის თანამშრომელი დაიღუპა, 2 270 მომიტინგე კი დაკავებულია.