ირანის შეიარაღებული ძალები - ეროვნულ ინტერესებსა და ქვეყნის სტრატეგიულ ინფრასტრუქტურას დავიცავთ - Palitra News

ირანის შეიარაღებული ძალები - ეროვნულ ინტერესებსა და ქვეყნის სტრატეგიულ ინფრასტრუქტურას დავიცავთ

2026-01-10 14:47:15+04:00

ეროვნულ ინტერესებსა და ქვეყნის სტრატეგიულ ინფრასტრუქტურას დავიცავთ, - ამის შესახებ განცხადებას ირანის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.

„არმია, უზენაესი მთავარსარდლის მეთაურობით, რეგიონში მტრის გადაადგილების დაკვირვების პარალელურად, ეროვნულ ინტერესებს, ქვეყნის სტრატეგიულ ინფრასტრუქტურასა და საჯარო ქონებას მტკიცედ დაიცავს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ირანის არმია მოსახლეობას სიფხიზლისკენ მოუწოდებს, რათა „მტრის შეთქმულებებს ხელი შეუშალონ“.

ასევე, განცხადება გაავრცელა ირანის რევოლუციის გვარდიის კორპუსმაც, რომელშიც ნათქვამია, რომ „1979 წლის რევოლუციის შედეგები წითელ ხაზს წარმოადგენს“.