დაასანქცირებს თუ არა გაერთიანებული სამეფო ბიძინა ივანიშვილს?  -  დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში ბრიტანელი დეპუტატის ფილ ბრიკელის წამოჭრილ თემას საქართველოში ეხმაურებიან - Palitra News

დაასანქცირებს თუ არა გაერთიანებული სამეფო ბიძინა ივანიშვილს?  -  დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში ბრიტანელი დეპუტატის ფილ ბრიკელის წამოჭრილ თემას საქართველოში ეხმაურებიან

2026-01-10 20:15:48+04:00

დაასანქცირებს თუ არა გაერთიანებული სამეფო ბიძინა ივანიშვილს? - დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში ბრიტანელი დეპუტატის ფილ ბრიკელის წამოჭრილ თემას საქართველოში ეხმაურებიან. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ დიდი ბრიტანეთი არ დააყოვნებს და ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისთვის სათანადო ზომებს იმაზე სწრაფად მიიღებს, ვიდრე ამას ევროკავშირი შეძლებს. არაფერს გამორიცხავს ქართული ოცნება. სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე დიდი ხანია რაც არაფორმალური სანქციების ქვეშაა და დიფ სთეითი ცდილობს შანტაჟისა თუ მუქარის გზით ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯები გადაადგმევინოს. მოხვდება თუ არა დიდი ბრიტანეთის სანქცირებულთა სიაში ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე?