ვენეციის კომისია "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი საკანონმდებლო პაკეტის თაობაზე დასკვნას გამოაქვეყნებს - ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან , რომ ვენეციის  კომისიის დასკვნა  კრიტიკული იქნება - Palitra News

ვენეციის კომისია "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი საკანონმდებლო პაკეტის თაობაზე დასკვნას გამოაქვეყნებს - ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან , რომ ვენეციის  კომისიის დასკვნა  კრიტიკული იქნება

2026-01-10 20:16:13+04:00

სავარაუდოდ მარტში ვენეციის კომისია გამოაქვეყნებს დასკვნას "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი საკანონმდებლო პაკეტის თაობაზე, რომლის თანახმადაც კონკრეტულ პირებს პარტიული საქმიანობა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება და არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალებათ. "ქართული ოცნების" ოპონენტები დარწმუნებულები არიან , რომ ვენეციის კომისიის დასკვნა კრიტიკული იქნება, რადგან ნათლად ჩანს, რომ მმართველი გუნდი ოპონენტების პოლიტიკური ველიდან ჩამოშორებას ცდილობს ისე, როგორც ეს თავის დროზე რუსეთში, ბელარუსსა თუ თურქმენეთში მოხდა. "ქართული ოცნების" ლიდერები ვენეციის კომისიას პოლიტიკურ პროპაგანდასა და მიკერძოებაში ადანაშაულებენ. მათი თქმმით, ვენეციის კომისიის თაობაზე ქართული ოცნების პოზიცია სრულად თანხვედრაშია აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შეხედულებასთან , რომელმაც აღნიშნული ორგანიზაციის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.