ერთ წელზე მეტია ოპოზიცია ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებსა და აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვს - ოპონენტები აცხადებენ, რომ მიზნის მისაღწევად საჭიროა დაუღალავი წინააღმდეგობა და კონკრეტული გეგმის არსებობა. ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის "კოალიცია ცვლილებისთვის" და "ნაციონალური მოძრაობა" ძალების გაერთიანების შესახებ საუბრობენ, თუმცა ერთიანობის წინაარმდეგია გახარია საქარტველოსთვის გუნდი, რომელიც ქართული ოცნების წინაარმდეგ მხოლოდ საპარლამენტო ბერკეტების გამოყენებას გეგმავს. ოპოზიციის გაერთიანების პერსპექტივას ვერ ხედავენ "ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრები.