ირანში საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი იზრდება. აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, „ადამიანის უფლებების აქტივისტები ირანში“, საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) ცნობით, დაღუპულებს შორის 50 დემონსტრანტი და ირანის უსაფრთხოების ძალების 15 თანამშრომელია. ორგანიზაციის ინფორმაციით, დემონსტრაციებზე უსაფრთხოების ძალებმა 2311 ადამიანი დააკავეს. უცხოური გამოცემა წერს, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ უსაფრთხოების ძალების მიერ მიღებული ზომები გამკაცრდა.ირანის არმიაში აცხადებენ, რომ „ეროვნულ ინტერესებსა და ქვეყნის სტრატეგიულ ინფრასტრუქტურას დაიცავენ. ირანი მიიჩნევს, რომ საპროტესტო აქციების უკან ისრაელი და აშშ დგანან. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ეს განცხადება პრობლემიდან ყურადღების გადატანის მცდელობად შეაფასა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა.