საქართველოს რაგბის კავშირი 2026 წელს სიახლეებით ხვდება - საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - პიერ ანრი ბრონკანი, რომელიც გუნდს ოფიციალურად 2026 წლის ზაფხულში შეურთდება. ბრონკანი 50 წლის სპეციალისტი და ყოფილი მორაგბე, საქართველოს რაგბის კავშირი დარწმუნებულია, რომ ცვლილება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ეროვნული ნაკრების შემდგომი განვითარებისა და საერთაშორისო ასპარეზზე წარმატების კუთხით.