აშშ-მა და მისმა პარტნიორმა ძალებმა სირიაში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ სამიზნეებზე მასშტაბური დარტყმები განახორციელეს. სარდლობის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დარტყმების ბრძანება შაბათს გასცა, 13 დეკემბერს სირიაში აშშ-ის ძალებზე „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, დარტყმები ტერორიზმთან ბრძოლისა და რეგიონში აშშ-ისა და პარტნიორი ძალების დაცვის მიზნით განხორციელდა.აშშ-მა და მისმა პარტნიორმა ძალებმა ოპერაციის დროს, რომელშიც 20-ზე მეტი თვითმფრინავი მონაწილეობდა, 35-ზე მეტ სამიზნეს 90-ზე მეტი ჭურვი ესროლეს. დარტყმების ადგილმდებარეობა და დანაკარგების რაოდენობა, ამ დროისთვის, უცნობია.