ირანი თავისუფლებას ეძებს, აშშ მზად არის დახმარებისთვის , - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. ტრამპმა ბოლო დღეებში არაერთხელ განაცხადა რომ თუ ირანის ისლამური რესპუბლიკა მომიტინგეების წინააღდმეგ საბრძოლო იარაღის გამოყენებას არ შეწყვეტდა, მაშინ შეერთებული შტატები შესაბამის ზომებს მიიღებდა. შეგახსენებთ, ირანში ინფლაციისა და ვალუტის დევალვაციის გამო საპროტესტო აქციები და გაფიცვები 28 დეკემბერს დაიწყო. Sky News - ის ინფორმაციით, საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 65-ს აღწევს.