ირანში საავადმყოფოები გარდაცვლილი და დაშავებული პაციენტებითაა გადატვირთული - Palitra News

ირანში საავადმყოფოები გარდაცვლილი და დაშავებული პაციენტებითაა გადატვირთული

2026-01-11 12:02:27+04:00

ირანში მიმდინარე მასშტაბური ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ფონზე საავადმყოფოები გადატვირთულია გარდაცვლილი და დაშავებული პაციენტებით , -ამის შესახებ ირანელი მედიკოსები საუბრობენ. მათი თქმით, ახალგაზრდებს პირდაპირი დამიზნებით თავებსა და გულებში აქვთ ნასროლი. ექიმები ყვებიან რომ გარდაცვლილთა დიდი რაოდენობის გამო მორგებში ადამიანების ცხედრები ერთმანეთზეა მოთავსებული. BBC-ის ინფორმაციით, ერთ-ერთ საავადმყოფოში ერთ საღამოს მხოლოდ 70 ცხედარი მიასვენეს. ირანის დედაქალაქ თეირანში ადგილობრივი ვალუტის გაუფასურების გამო საპროტესტო აქციები ორი კვირის წინ დაიწყო და მომდევნო დღეებში ქვეყნის ყველა პროვინციის 100-ზე მეტ ქალაქსა და დაბაში გავრცელდა.