ირანის უკანასკნელი შაჰის შვილი მომიტინგეებს - ნუ მიატოვებთ ქუჩებს - Palitra News

ირანის უკანასკნელი შაჰის შვილი მომიტინგეებს - ნუ მიატოვებთ ქუჩებს

2026-01-11 15:19:04+04:00

ირანის უკანასკნელი შაჰის შვილის, რეზა ფეჰლევის განცხადებით, მომიტინგეებმა საპროტესტო აქციებით მნიშვნელოვნად დაასუსტეს ირანის რეჟიმი.

მან მომიტინგეებს კიდევ ერთხელ მიმართა და საპროტესტო აქციების გაგრძელებისკენ მოუწოდა.

„ქუჩებს ნუ მიატოვებთ. ჩემი გული თქვენთანაა“, - აღნიშნა რეზა ფეჰლევიმ.

დასავლური მედია წერს, რომ ირანში ინტერნეტის გათიშვა, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად შეზღუდავს ფაჰლავის გზავნილზე წვდომას.