შეიწყალებს თუ არა მიხეილ ყაველაშვილი საპროტესტო აქციებზე დაკავებულ პირებს. ოპოზიციაში მოლოდინი არ აქვთ, რომ „ქართული ოცნება“ ჰუმანურ ნაბიჯს გადადგამს. მათი სიტყვებით, ის პირები, რომლებიც გასული წლის ნოემბრის შემდეგ დააკავეს რეჟიმის ტყვეები არიან, რადგან დანაშაული არ ჩაუდენიათ. შესაბამისად, მიიჩნევენ, რომ დაკავებულებმა აქტივისტებმა პენიტენციური დაწესებულება დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ.