ანტონიო გუტერეში - შოკირებული ვარ ირანის ხელისუფლების მიერ მომიტინგეების წინააღმდეგ ბოლო დღეებში ძალადობისა და ძალის გადაჭარბებული გამოყენების შესახებ ცნობებით - Palitra News

ანტონიო გუტერეში - შოკირებული ვარ ირანის ხელისუფლების მიერ მომიტინგეების წინააღმდეგ ბოლო დღეებში ძალადობისა და ძალის გადაჭარბებული გამოყენების შესახებ ცნობებით

2026-01-12 09:21:20+04:00

შოკირებული ვარ ირანის ხელისუფლების მიერ მომიტინგეების წინააღმდეგ ბოლო დღეებში ძალადობისა და ძალის გადაჭარბებული გამოყენების შესახებ ცნობებით - ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.

მისი თქმით, გამოხატვის, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლებები სრულად უნდა იყოს დაცული. „მოვუწოდებ ირანის ხელისუფლებას, გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავება - აღნიშნა გუტერეშმა.