გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეთგაზეთის" ჟურნალისტის მზია ამაღლობელის მხარდამჭერები დღეს სოლიდარობის მარშს გამართავენ - როგორია დემონსტრაციის დღის წესრიგი - Palitra News

გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეთგაზეთის" ჟურნალისტის მზია ამაღლობელის მხარდამჭერები დღეს სოლიდარობის მარშს გამართავენ - როგორია დემონსტრაციის დღის წესრიგი

2026-01-12 12:07:54+04:00

მზია ამაღლობელის პატიმრობიდან ერთი წლი გავიდა - გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეთგაზეთის" ჟურნალისტის მზია ამაღლობელის მხარდამჭერები დღეს სოლიდარობის მარშს გამართავენ. მსვლელობა მარჯანიშვილის მოედნიდან, 20:00 საათზე დაიწყება და გალაკტიონის ხიდისა და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით, რუსთაველზე, პარლამენტთან დასრულდება. ამაღლობელის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა გუშინაც. გვიან ღამით პატიმარი ჟურნალისტის კოლეგები, მეგობრები და გულშემატკივრები რუსთავის ქალთა კოლონიასთან შეიკრიბნენ. როგორია დემონსტრაციის დღის წესრიგი და ვინ უართდება აქციას?