თუკი მიხეილ ყაველაშვილი აქციების დროს დაკავებულ პირებს შეიწყალებს - „ქართული ოცნება“ ამ ნაბიჯს პოლიტიკური ვაჭრობისთვის გამოიყენებს, თუმცა პოლიტიკური პატიმრები დაუყონლებრივ უნდა გათავისუფლდნენ - ასეთია სახელისუფლებო გუნდის ოპონენტების მოსაზრება საკითხზე. თავად დემონსტრაციების მონაწილე პატიმრები ყაველაშვილისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვას არ აპირებენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ „ქართული ოცნება“ კომპრომისზე აუცილებლად უნდა წავიდეს, უდანაშაულო პირები გაათავისუფლოს და ამისთვის ყველა შესაძლო ინსტუმნეტი გამოიყენოს. მიიღებს თუ არა შეწყალების გადაწყვეტილებას მიხეილ ყაველაშვილი - პროგნოზების გაკეთება უჭირთ თავად „ქართული ოცნების“ წევრებსაც.