საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ირანში აქციების დროს 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მსოფლიო ლიდერები ირანის ხელისუფლებას მოუწოდებენ , თავი შეიკავოს ძალის არასაჭირო ან არაპროპორციული გამოყენებისგან. აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის ლიდერებს მოლაპარაკება სურთ და ამ მიზნით გუშინ დაურეკეს. როგორც მან აღნიშნა, ირანში საპროტესტო მოძრაობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ძალიან სერიოზულ ვარიანტებს განიხილავს.