ერთი წელი მზია ამაღლობელის პატიმრობიდან - 20 საათიდან თბილისის ქუჩებში სოლიდარობის მარში დაიწყება. "ბათუმელებისა" და "ნეთგაზეთის" ჟურნალისტს ევროკავშირის წარმომადგენლობა, ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ახლობლები თუ მეგობრები მხარდაჭერას უცხადებენ. 24 ქვეყნის დიპლომატიური წარმომადენლობები კვლავ გმობენ მზია ამაღლობელისთვის შეფარდებულ ორწლიან პატიმრობას, რომელიც მათი შეფასებით არაპროპორციული და პოლიტიზებულია განაჩენია. მოქალაქეებს დღევანდელ მსვლელობაში ჩართვისკენ მოუწდობენ ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. მათი თქმით, მსვლელობას უნდა შეუერთდეს ყველა განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა. როგორ მიმდინარეობს მზადება დემონსტრაციისთვის?