როგორ მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულების, ზურაბ ჭავჭანიძის, ვლადიმერ გველესიანისა და კიდევ 12 პირის საქმის არსებითი განხილვა - Palitra News

როგორ მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულების, ზურაბ ჭავჭანიძის, ვლადიმერ გველესიანისა და კიდევ 12 პირის საქმის არსებითი განხილვა

2026-01-12 16:14:17+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულების, ზურაბ ჭავჭანიძის, ვლადიმერ გველესიანისა და კიდევ 12 პირის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს იკვლევენ - პროკურატურას სასამართლოში ვიდეომტკიცებულებები აქვს წარმოდგენილი.დაკავებული პირებიდან ზურაბ ჭავჭანიძე პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს, ის 21 ნოემბრიდან შიმშილობს. მან სასამართლოს სხდომათა დარბაზში შემოსვლისთანავე დაკავებულ ჟურნალისტს მზია ამაღლობელს სოლიდარობა გამოუცხადა. 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ 14 პირს ჯგუფურად სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობასა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.