ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის განცხადებით, ქვეყანაში „სიტუაცია სრული კონტროლის ქვეშაა“ - Palitra News

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის განცხადებით, ქვეყანაში „სიტუაცია სრული კონტროლის ქვეშაა“

2026-01-12 16:17:06+04:00

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის განცხადებით, ქვეყანაში „სიტუაცია სრული კონტროლის ქვეშაა“. მედიის ინფორმაციით, ეს განცხადება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა თეირანში უცხოელ დიპლომატებთან საუბრისას გააკეთა.მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე არეულობა „ტერორისტული ომია“ და სამთავრობო შენობებს, პოლიციის განყოფილებებსა და ბიზნეს კომპანიებს „ტერორისტული ელემენტები“ თავს დაესხნენ.“ საგარეო საქმეთა მინისტრის მტკიცებით, თეირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გაფრთხილებამ „მოტივაცია მისცა ტერორისტებს, თავს დასხმოდნენ მომიტინგეებსა და უსაფრთხოების ძალებს უცხოური ძალის ჩარევის გამოწვევის მიზნით“.BBC-ი წერს, რომ ირანის სახელმწიფო ტელევიზია და სხვა ირანული მედიასაშუალებები ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ სიტუაცია დედაქალაქში წუხანდლის შემდეგ მშვიდია. გამოცემის ინფორმაციით, ძალიან რთულია ირანში მიმდინარე მოვლენების ზუსტი სურათის მიღება, თუმცა BBC-მ მიიღო ინფორმაცია ირანში არსებული წყაროებიდან, რომლებმაც ინტერნეტთან მომენტალურად დაკავშირება ილონ მასკის სატელიტური ინტერნეტ Starlink-ისა და სხვა მეთოდების გამოყენებით შეძლეს.