ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, უკრაინისთვის რუსეთის წინააღმდეგ ქვეყნის საომარი მოქმედებების მხარდასაჭერად ახალ შორ მანძილზე მოქმედ ბალისტიკურ რაკეტას შექმნის. როიტერსის ინფორმაციით, გაერთიანებულმა სამეფომ გამოაცხადა კონკურსი სახმელეთო ბაზირების ბალისტიკური რაკეტების სწრაფად შესაქმნელად, რომლებსაც შეუძლიათ 200 კგ-იანი ქობინის გადატანა 500 კილომეტრზე მეტ მანძილზე. გამოცემა Sun-ი წერს, რომ ეს საკმარისია ბრძოლის ველიდან მოსკოვზე დარტყმისთვის.
გამოცემის ცნობით, უკრაინისთვის რაკეტების წარმოების განზრახვა დაადასტურა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანმა ჯონ ჰილიმ, რომელიც ხუთშაბათს კიევში იმყოფებოდა, როდესაც რუსეთმა რაკეტებითა და დრონებით თავდასხმა განახორციელა.