დონალდ ტრამპი - ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ ერთი „კარტი“ აქვს: დონალდ ტრამპი - Palitra News

დონალდ ტრამპი - ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ ერთი „კარტი“ აქვს: დონალდ ტრამპი

2026-01-12 17:56:39+04:00

ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ ერთი „კარტი“ აქვს: დონალდ ტრამპი, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის „კარტები არ აქვს და მას კარტები პირველივე დღიდან არ ჰქონია“.

„მას მხოლოდ ერთი რამ აქვს: დონალდ ტრამპი“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, „დონალდ ტრამპი რომ არა, ეს სრული კატასტროფა იქნებოდა“.

„ეს მანაც იცის და ევროპელმა ლიდერებმაც იციან. ეს ყველამ იცის“, - განაცხადა ტრამპმა.