ირაკლი ღარიბაშვილი მომდევნო 5 წელს ციხეში გაატარებს - საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა - მას სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ასევე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით.
პროკურატურის ინფორმაციით, ღარიბაშვილს ასევე, დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხაც ჩამოერთმევა. აღსანიშნავია, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ჩადენილ დანაშაული სრულად აღიარა.