ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებას უკვე მოჰყვა შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებას უკვე მოჰყვა შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

2026-01-12 21:02:32+04:00

ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებას უკვე მოჰყვა შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში. ქართული ოცნების წარმომადგენლები მათი ყოფილი თანაგუნდელის დაპატიმრების ფაქტს სამწუხაროს უწოდებენ, თუმცა, აქვე აცხადებენ, რომ საქართველოში თითოეული მოქალაქის მიმართ კანონი უზენაესია. მიმდინარე პროცესებს ტრადიციულად კრიტიკულად აფასებს ოპოზიცია. მათი შეფასებით, მთავარი პასუხისმგებლობა სწორედ მმართველმა პარტიამ და პირადად ბიძინა ივანიშვილმა უნდა აიღოს. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ „ქართულ ოცნებაში“ კლანების შორის ბრძოლა მიმდინარეობს.