დღეს, მზია ამაღლობელის დაპატიმრებიდან ერთი წელი გავიდა. ამასთან დაკავშირებით, დღეს თბილისში ამაღლობელის მხარდამჭერი მარში დაიგეგმა. როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობენ, მსვლელობა მარჯანიშვილის მოედნიდან, 20:00 საათზე დაიწყება და გალაკტიონის ხიდისა და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ დასრულდება. აღსანიშნავია, რომ გუშინ, 22:00 საათზე, მზია ამაღლობელის კოლეგები, მეგობრები და გულშემატკივრები სიმბოლური აქციით რუსთავის ქალთა კოლონიასთან შეიკრიბნენ