შეიწყალებს თუ არა მიხეილ ყაველაშვილი საპროტესტო აქციებზე დაკავებულ პირებს? - ყაველაშვილს ამ თხოვნით სასულიერო პირებმა მიმართეს, თუმცა თავად დაპატიმრებულები ამის გაკეთებას არ აპირებენ, რადგან, როგორც თავად ამბობენ, თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ. როგორც „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, მათთვის უცნობია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მიხეილ ყავეილაშვილი, თუმცა აქვე იმასაც ამატებენ, რომ ყველა იმ პირმა, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, კანონის წინაშე მკაცრი პასუხი უნდა აგოს. ამავე დროს, ოპოზიციის წარმომადგენლები საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა დაუყონლებრივ გათავისუფლებას მოითხოვენ.