დაასანქცირებს თუ არა გაერთიანებული სამეფო ბიძინა ივანიშვილს? - დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში ბრიტანელი კანონმდებლის, ფილ ბრიკელის მიერ წამოჭრილი თემა საქართველოში კვლავ პოლიტიკური განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხია. ოპოზიციაში ირწმუნებიან, რომ დიდი ბრიტანეთი ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისთვის სათანადო ზომებს იმაზე სწრაფად მიიღებს, ვიდრე ამას ევროკავშირი მოახერხებს. თავის მხრივ, „ქართული ოცნებაში“ არაფერს გამორიცხავენ. სამთავრობო გუნდში ამბობენ, რომ უკვე დიდი ხანია, რაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე არაფორმალურადაა სანქცირებული და ე.წ. „დიფ სთეითი“ ცდილობს შანტაჟისა თუ მუქარის გზით ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯები გადაადგმევინოს.