„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა გამოეხმაურა ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა დაპირისპირებაა და „პარტიის თავმჯდომარის პოსტზე თინა ბოკუჩავას ლევან სანიკიძე ჩაანაცვლებს. როგორც ბოკუჩავა აღნიშნავს, მამუკა მდინარაძეს მისცეს კონკრეტული დავალება, რათა ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი დაპატიმრება სხვა სახის ამბით გადაფაროს. ამასთანავე, ბოკუჩავა განმარტავს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილედ ლევან სანიკიძის დანიშვნა მისი 13-წლიანი პოლიტიკური საქმიანობის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საამაყო გადაწყვეტილებაა.